სირიის ყოფილი
პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი
ოჯახთან ერთად მოსკოვშია -
ინფორმაციას რუსული
სახელმწიფო მედია
ავრცელებს.რუსეთი, რომელიც
ასადის რეჟიმის მოკავშირე
იყო, აცხადებს, რომ მას
ასადის მიერ ქვეყნის
დატოვების საკითხში
მონაწილეობა არ მიუღია,
თუმცა მზად არის ასადების
ოჯახს თავშესაფარი
მისცენ.ასადების
ნახევარსაუკუნოვანი
მმართველობა სირიაში მას
შემდეგ დასრულდა, რაც
მეამბოხეებმა დამასკო
აიღეს. ამ ნაბიჯს წინ
უძღოდა ქვეყანაში
დაახლოებით 13 წლიანი
სამოქალაქო ომი.
შეგახსენებთ, გუშინ
გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ყოფილი პრეზიდენტის
თვითმფრინავი რადარებიდან
ხმელთაშუაზღვის
ტერიტორიაზე დაიკარგა და
არ გამორიცხავდნენ, რომ
ბაშარ ალ ასადი მკვდარი
იყო.ასადის რეჟიმის
დასრულებას მიესალმა ჯო
ბაიდენი. ამერიკის
პრეზიდენტის თქმით, ეს არის
"ისტორიული შესაძლებლობა
სირიის დიდხანს ტანჯული
ხალხისთვის უკეთესი
მომავლის ასაშენებლად."
თუმცა ბაიდენმა ასევე
აღნიშნა, რომ არსებობს
რისკისა და გაურკვევლობის
მომენტი.ანალოგიური
განცხადება გააკეთა
ბრიტანეთის პრემიერ
მინისტრმა. კირ სტარმერის
თქმით, ახლა მნიშვნელოვანი
პოლიტიკური გზის
პოვნაა.სირიელ ხალხს
მხარდაჭერა გამოუცხადა
გერმანიის კანცლერმა. ოლაფ
შოლცის თქმით, ის
იმედოვნებს რომ სირიას
თავისუფალი და
მშვიდობიანი მომავალი
ექნება და რომ გერმანია მათ
მხარდაჭერას
შესთავაზებს.ბაშარ
ალ-ასადის გადაყენებას
მიესალმა ისრაელის
პრემიერ-მინისტრის და ამ
დღეს "ისტორიული" უწოდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს
თქმით, ეს დიდ
შესაძლებლობას იძლევა,
თუმცა მნიშვნელოვანი
საფრთხეები ჯერ კიდევ
არსებობს."ასადის სასტიკი
დიქტატურა დაინგრა" - ეს კი
ურსულა ფონ დერ ლაიენის
სიტყვებია. ევროკომისიის
პრეზიდენტი სოციალურ
ქსელში წერს, რომ ისტორიული
ცვლილება რეგიონში
შესაძლებლობებს იძლევა,
მაგრამ რისკებსაც შეიცავს.
მისი თქმით, ევროპა მზადაა
მხარი დაუჭიროს სირიაში
ეროვნული ერთიანობის
დაცვას.