სირიის მთავრობაში
აცხადებენ, რომ ისრაელმა
დამასკოში მდებარე ერთ-ერთ
სამხედრო ობიექტზე
სარაკეტო იერიში
მიიტანა.განცხადება
სირიის თავდაცვის
სამინისტროში გაკეთდა.
უწყების ინფორმაციით,
შედეგად 1 ჯარისკაცი
დაიღუპა, დაშავდა 7
ადამიანი.Reuters-ი წერს, რომ
ისრაელი სირიაში ირანთან
დაკავშირებულ ობიექტებზე
ხშირად ახორციელებდა
დარტყმებს, თუმცა 7
ოქტომბერს „ჰამასის“
თავდასხმის შემდეგ
მსგავსი ოპერაციები არ
ჩატარებულა. გამოცემა
ასევე ამახვილებს
ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ
სირიის ტერიტორიაზე
თავდასხმები იმ დროს
განახლდა, როდესაც აშშ-ის
სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი ახლო
აღმოსავლეთში მორიგ
ტურნეს მართავს და
კონფლიქტში მყოფ
მხარეების ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ
შეთანხმებასთან
დაკავშირებით
მოლაპარაკებებში ჩართვას
ცდილობს.