გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 28
თებერვალსა და 1-2 მარტს
საქართველოში ღამის
საათებში ჰაერის
ტემპერატურა
მნიშვნელოვნად დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში
დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ
საქართველოში -7, -12, მთიან
რაიონებში -13, -18, ხოლო
მაღალმთიან ზონაში -18, -23
გრადუსი
დაფიქსირდება.სინოპტიკოსების
პროგნოზით, დასავლეთ
საქართველოს გზებზე
ლიპყინული,
ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა, ხოლო
მაღალმთიან ზონაში კი
ზვავსაშიშროება
შენარჩუნდება.თბილისში
ღრუბლიანი, უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა 3
გრადუსი იქნება. უახლოეს
დღეებში ამინდი კვლავ
არამდგრადი დარჩება.