გარემოს ეროვნული
სააგენტო 3-4 სექტემბერს
საქართველოში მოსალოდნელ
ამინდთან დაკავშირებით
ინფორმაციას
ავრცელებს.სინოპტიკოსების
პროგნოზით, ამ პერიოდში
საქართველოში
მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა და
ელჭექი.„3 და 4 სექტემბერს
საქართველოში
მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა და
ელჭექი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა,
ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული
ღელვა.მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა –
გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო)“, –
წერს გარემოს ეროვნული
სააგენტო.