იუსტიციის სამინისტროში
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის
უწყებათაშორისი კომისიის
მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა
განიხილეს საარჩევნო
გარემოს მონიტორინგის
პროცესში მედიაში
გავრცელებული ინფორმაცია
საჯარო სამსახურში
მომუშავე პირების მიერ
საარჩევნო კანონმდებლობის
შესაძლო დარღვევების
შესახებ.უწყების
ინფორმაციით, ამ ეტაპზე,
კომისიას არსებითი სახის
დარღვევები არ
გამოუვლენია.კომისიას
იუსტიციის მინისტრი პაატა
სალია ხელმძღვანელობს.