სერბეთში, Emaar ჯგუფმა დაიწყო
მსხვილი პროექტის
განხორციელება და მაშინ
იქაური ოპოზიციაც
განაწყენდა ამ ყველაფრის
გამო, თუმცა ბოლოს მოხდა
ისე, რომ ოპოზიციის
წარმომადგენლები ბინებს
ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ
აშენებულ საცხოვრებელ
კორპუსებში, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემაში
„იმედის კვირა”.პრემიერის
თქმით, არაბული
ინვესტიციით თბილისსა და
აჭარაში ორი
უმნიშვნელოვანესი
ინფრასტრუქტურული სივრცე
განვითარდება, საუბარია 3
მილიონ კვადრატულ მეტრზე
მეტ სივრცეზე.„Emaar ჯგუფის
წარმომადგენლები
გვესაუბრებოდნენ სერბეთის
მაგალითზე. სერბეთში,
რამდენიმე წლის წინ დაიწყო
Emaar ჯგუფმა ძალიან მსხვილი
პროექტის განხორციელება
და ასეთი რაღაც გვითხრეს,
რომ მაშინ იქაური
ოპოზიციაც განაწყენდა ამ
ყველაფრის გამო, არ
მოსწონდათ ის სიკეთე,
რომელიც სერბეთმა მიიღო ამ
მასშტაბური ინვესტიციის
საფუძველზე, თუმცა, ბოლოს
მოხდა ისე, რომ ამ
ოპოზიციის
წარმომადგენლები ბინებს
ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ
აშენებულ საცხოვრებელ
კორპუსებში.ეს არის
კლასიკური საინვესტიციო
შეთანხმება, სადაც
საუბარია კონკრეტულ
პროექტზე, რომელიც უნდა
განხორციელდეს არაბული
ინვესტიციით ჩვენს
ქვეყანაში. საუბარია
თბილისსა და აჭარაში ორი
უმნიშვნელოვანესი
ინფრასტრუქტურული სივრცის
განვითარებაზე,
მთლიანობაში, საუბარია 3
მილიონ კვადრატულ მეტრზე
მეტ სივრცეზე, რაც უნდა
აშენდეს ორივე ლოკაციაზე.
აქ საუბარია არა მხოლოდ
საცხოვრებელ სივრცეებზე,
არამედ, განვითარდება
სასტუმრო ინფრასტრუქტურა,
ასევე სამედიცინო,
სპორტული, სარეკრეაციო
ინფრასტრუქტურა, მათ შორის
სკოლები, საბავშვო ბაღები,
შოპინგ მოლები, იქნება
ძალიან დიდი რეკრეაციული
სივრცე, თბილისში,
მაგალითად ტერიტორიის 34%
დაეთმობა გამწვანებასა და
რეკრეაციას“, - განაცხადა
პრემიერმა.