ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა

Primetime.ge 1 დღე წინ 10
ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა
ოთხი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და უთანხმოება ოპოზიციაში. ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებდა, შეთანხმებულიყო ერთი კანდიდატი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ გახარიას გუნდს ცალკე ყოფნა სურდა."როდესაც საუბარი იყო ოპოზიციის მონაწილეობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, სამი-ოთხი თვის წინ, ჩვენი პოზიცია იყო ასეთი - ერთადერთი სწორი მსჯელობა იქნებოდა, თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა გაერთიანებულ კანდიდატზე, აქ უნდა ყოფილიყო საუბარი მაგალითად, თბილისზე.თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და შეთანხმდებოდა საერთო მერობის კანდიდატზე, აღმოჩნდა, რომ იქ გახარიას ცალკე უნდა იყოს. პროცესი რომ ჩაიშალა და ამაზე მეტს არ ვიტყვი. ბევრ ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას, ჩემ პარტიას არ ვგულისხმობ, წარმოუდგენიათ, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაცია და საკუთარი ამბიციები და ეგოები უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე საერთო ბრძოლა", - განაცხადა ანა წითლიძემ ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსში" საუბრის დროს.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობენ "ლელოს წევრებიც", რომლებიც ამბობენ, რომ თუ შეირჩევა წერტილები, სადაც ოპოზიცია ერთიანი ძალით იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა ეს ოპოზიციისთვის უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ვიდრე ბოიკოტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია