საჯარო მოხელეთა
ხელფასების 10-პროცენტიანი
ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში
ასახული იქნება და ამ
მიმართულებით მომავალშიც
უნდა გაგრძელდეს
ძალისხმევა, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა,
განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა საბავშვო
ბაღების, სახელოვნებო და
სპორტული სკოლების
პერსონალის
ხელფასებს.„რაც შეეხება
საჯარო მოხელეებზე
ზრუნვას, ეს
განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია. ერთია, რომ
გაიზრდება კერძო სექტორში
შრომის ანაზღაურება. დღეს
დაახლოებით 2000 ლარია შრომის
ანაზღაურება მთლიანობაში
საშუალო მაჩვენებელი და 2028
წლისთვის გაიზრდება 3500
ლარამდე. კონკრეტულად
საჯარო მოხელეთა
ხელფასების ზრდა უნდა
გაგრძელდეს, საჯარო
სამსახურში გაგრძელდება
მოხელეთა ხელფასების ზრდა
2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული
იქნება 10-პროცენტიანი ზრდა
და ამ მიმართულებით
მომავალშიც უნდა
გაგრძელდეს
ძალისხმევა.საბავშვო
ბაღების პერსონალზე
გვექნება განსაკუთრებული
ყურადღება დათმობილი.
ასევე იგივე ეხება
სახელოვნებო და სპორტული
სკოლების პერსონალს, აქაც
უზრუნველყოფილი იქნება
სტანდარტული ზრდის მიღმა
მათ შორის ხელფასების
ზრდა“, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.