სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პასუხია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ერთ მხარესაა ლილუაშვილისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვა, მეორე მხარეს, აშშ-ს შეფასება ანტიტერორისტულ მიღწევებთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პასუხია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ერთ მხარესაა ლილუაშვილისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვა, მეორე მხარეს, აშშ-ს შეფასება ანტიტერორისტულ მიღწევებთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში არის პასუხი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ერთ მხარეს არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვა და მეორე მხარეს არის აშშ-ს შეფასება ანტიტერორისტულ მიღწევებთან დაკავშირებით.„და რა ჰგონიათ ახლა ან ესტონეთს ან ლიეტუვას, ეს საფრთხეები, ტერორიზმის იქნება თუ უსაფრთხოების, ვინ არის ერთ-ერთი „ფორპოსტი“ ვინც ამას აკავებს. მათ შორის მათთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. გავიგეთ, რომ ნატოს ქოლგა გადაფარებული აქვთ, თბილად არიან და ჰგონიათ, რომ მეტი არაფერი სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს ძალისხმევა, რატომ აფასებს აშშ ჩვენ ძალისხმევას ხომ? ამხელა ქვეყანაა, ჩვენ რაში ვჭირდებით. იმიტომ ვჭირდებით, რომ იცის, რეგიონში ჩვენი ქმედებები მნიშვნელოვანია მათ შორის, ტერორისტული თუ სხვა ძალადობრივი საფრთხეების შესაკავებლად. ესტონეთი და ლიეტუვა ამ დონეზე არ ფიქრობს. ლიეტუვის ხელისუფლება ამ დონეზე არ სწვდება, ასე ვთქვათ, ამ პრობლემატიკას და ფიქრობს, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა, რასაც აკეთებს, იფუჭებს ურთიერთობას, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არ დასჭირდებათ ჩვენთან თანამშრომლობა? მათი უსაფრთხოება, რაიმე კუნძულზე არიან, რომელიც გარშემორტყმულია ათას კილომეტრიანი ოკეანით და ვერავითარი საფრთხე არ ემუქრებათ თუ რა არის? ამიტომ, ასეთი უპასუხისმგებლობა ჩანს ამ ქვეყნების ხელისუფლებების მხრიდან, რომლებიც საკუთარი ცხვირის წინ არ იხედებიან, როდესაც ასეთი სახის გადაწყვეტილებებს იღებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია