სახალხო დამცველმა N17 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

Primetime.ge 3 საათი წინ 7
სახალხო დამცველმა N17 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2025 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა.სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.
სრულად წაიკითხეთ სტატია