პირველკლასელთა
საყოველთაო ონლაინ
რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს
დაიწყება და 17 ივნისის
ჩათვლით
გაგრძელდება.რეგისტრაცია
განხორციელდება
განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის
ოფიციალურ ვებგვერდზე
registration.emis.ge. რეგისტრაციას
უზრუნველყოფს
მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი.აღსანიშნავია,
რომ აქამდე პირველ კლასში
დარეგისტრირება უკვე
შეეძლოთ სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე
ბავშვებს და იმ
მოსწავლეებს, რომელთა
და-ძმაც სწავლობს სასურველ
სკოლაში;რომელთა მშობელიც
სასურველი სკოლის
თანამშრომელია;რომელთა
ოჯახიდანაც ერთდროულად
ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში. თუ წინა
ეტაპებზე ბავშვის
დარეგისტრირება ვერ
მოახერხეთ, რეგისტრაციის
მე-4 ეტაპიც გამოცხადდება.
ამეტაპზე განხორციელდება
დარჩენილ თავისუფალ
ადგილებზე ან წინა
ეტაპებზე
გამოთავისუფლებულ
ადგილებზე იმ მოსწავლეთა
რეგისტრაცია, რომლებიც I, II
და III ეტაპებზე ვერ
დარეგისტრირდნენ, ან სურთ
რეგისტრაციის შეცვლა.