სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2025
წლის იანვარ-მარტში
საქართველოში საქონლით
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც
წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 16.1
პროცენტით მეტია.აქედან,
საქსტატის ცნობით,
ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ
დოლარს შეადგენს, ანუ
გაიზარდა 5.7 პროცენტით, ხოლო
იმპორტი 4 217.4 მლნ. აშშ დოლარს
– ზრდამ 20.1 პროცენტი
შეადგინა.საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო
ბალანსმა 2025 წლის
იანვარ-მარტში 2 816.2 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1
პროცენტია.უწყების
ანგარიშის მიხედვით, 2025
წლის იანვარ-მარტში ათი
უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში
70.0 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები
არიან: აშშ – 669.2 მლნ. აშშ
დოლარით, თურქეთი – 663.3 მლნ.
აშშ დოლარითა და რუსეთი – 642.8
მლნ. აშშ დოლარით.