საქსტატი: 2024 წლის აგვისტოში მშპ 12%-ით გაიზარდა

Civil Georgia 2 თვის წინ 81
საქსტატი: 2024 წლის აგვისტოში მშპ 12%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 12%-ით გაიზარდა.

2024 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; მშენებლობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია