სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით,
საქართველოში 2024 წელს
ცოცხლად დაბადებულთა
რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი
შეადგინა, მათ შორის 20 755
ბიჭი და 18 728 გოგოა.აღნიშნული
მაჩვენებელი, წინა წელთან
შედარებით შემცირებულია 1.8
პროცენტით.საქსტატის
ცნობით, 2024 წელს
დაბადებულთა ყველაზე მეტი
რიცხოვნობა დაფიქსირდა
თბილისში – 14 415 ბავშვი, ხოლო
ყველაზე მცირე,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში – 237
ბავშვი.ცოცხლად
დაბადებულთა საერთო
რიცხოვნობაში 2024 წელს – 2023
წელთან შედარებით, რიგით
პირველი დაბადებულის წილი
შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9
პროცენტამდე, მეორე შვილის
წილი თითქმის უცვლელი
დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო
მესამე და მომდევნო
რიგითობის დაბადებულთა
წილი გაიზარდა 27.5
პროცენტიდან 29.0
პროცენტამდე.ამასთან,
უწყების ანგარიშით, 2024 წელს,
ცოცხლად დაბადებულთა
საერთო რიცხოვნობაში, წინა
წელთან შედარებით, 25 წლამდე
ასაკის დედების მიერ
გაჩენილი ბავშვების წილი 24.6
პროცენტიდან 23.2
პროცენტამდე შემცირდა, 25-39
წლის ასაკობრივი ჯგუფის
დედების წილი თითქმის
უცვლელი დარჩა და შეადგინა
69.5 პროცენტი. ზრდა
შეინიშნება 40 წლის და
უფროსი ასაკის დედებში,
მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3
პროცენტამდე
გაიზარდა.დედის საშუალო
ასაკი პირველი ბავშვის
დაბადებისას 2024 წელს 27 წლით
განისაზღვრა.სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, 2024 წელს – 2023
წელთან შედარებით,
გარდაცვლილთა რიცხოვნობა
2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971
ერთეული
შეადგინა.გარდაცვალების
ყველაზე მეტი შემთხვევა
დაფიქსირდა თბილისში – 12 492
ადამიანი, ხოლო ყველაზე
ნაკლები რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის რეგიონში –
533.საქსტატის ცნობით,
საქართველოში 2024 წელს
დაფიქსირდა უარყოფითი
ბუნებრივი მატება, რაც
ნიშნავს სხვაობას ცოცხლად
დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას
შორის და 4 488 ერთეულით
განისაზღვრა.ამასთან,
უარყოფითი ბუნებრივი
მატება დაფიქსირდა ყველა
რეგიონში, გარდა თბილისის,
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკისა და ქვემო
ქართლის რეგიონისა.