სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2024
წელს საქართველოში 239
საავადმყოფო
ფუნქციონირებდა. საწოლთა
ფონდი წინა წელთან
შედარებით 2.5 პროცენტით
შემცირდა და 14.9 ათასი
შეადგინა. საავადმყოფოში
დაყოვნების მაჩვენებელი 4.6
დღე იყო (2023 წელს – 5.3 დღე),
ხოლო დატვირთვის
მაჩვენებელი – 191.5 დღე (2023
წელს – 204.9 დღე).საქსტატის
ცნობით, გასულ წელს
ქვეყანაში იყო 2 288
ამბულატორიულ-პოლიკლინიკური
დაწესებულება. აღნიშნულ
დაწესებულებებში ექიმთან
მიმართვის 15.8 მილიონი
შემთხვევა დაფიქსირდა, რაც
2.8 პროცენტით აღემატება 2023
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. სამედიცინო
დაწესებულებებში ექიმების
რიცხოვნობამ 24.1 ათასი
შეადგინა, ხოლო საექთნო
პერსონალის რიცხოვნობამ –
21.3 ათასი.ამასთან, უწყების
ანგარიშით, 2024 წელს, წინა
წელთან შედარებით
რეგისტრირებული
დაავადებების (პირველად
დადგენილი დიაგნოზით)
რაოდენობა ყველაზე მეტად
გაზრდილია შემდეგ
ჯგუფებში: თვალისა და მისი
დანამატების
ავადმყოფობები (18.0%),
ზოგიერთი ინფექციური და
პარაზიტული დაავადებები
(15.4%), ძვალ-კუნთოვანი
სისტემის და შემადგენელი
ქსოვილების დაავადებები
(14.8%), ნერვული სისტემის
დაავადებები (13.6%), სასუნთქი
სისტემის დაავადებები
(11.4%).ავადობის ძირითადი
ჯგუფებიდან მოსახლეობაში
ყველაზე მეტად
გავრცელებული იყო
სასუნთქი სისტემის,
თვალისა და მისი
დანამატების, სისხლის
მიმოქცევის სისტემის, შარდ
სასქესო სისტემის,
ძვალ-კუნთოვანი სისტემის
და შემადგენელი
ქსოვილების
დაავადებები.საქსტატის
ინფორმაციით, 2024 წელს
შიდსით დაავადების 615 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა, რაც
3 ერთეულით აღემატება 2023
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. შიდსით
დაავადებულთა კუმულატიური
რიცხოვნობა 10 006 ერთეულით
განისაზღვრა. 2024 წელს
შიდსით 131 პირი
გარდაიცვალა.ამასთან, 2024
წელს, წინა წელთან
შედარებით ტუბერკულოზის
ახალი შემთხვევების
რაოდენობა 11.7 პროცენტით
ნაკლები იყო. ტუბერკულოზით
დაავადებული მოსახლეობის
რიცხოვნობა 9.2 პროცენტით
შემცირდა და 1 311 შეადგინა.2024
წელს სასწრაფო დახმარების
მეშვეობით პირველადი
სამედიცინო დახმარება 1.1
მილიონ ადამიანს გაეწია,
საიდანაც შემთხვევების 99.0
პროცენტი უცაბედ ავად
გახდომას უკავშირდებოდა.