სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2023
წელს შესწორებულმა
გენდერულმა საათობრივმა
სახელფასო სხვაობამ 13.2
პროცენტი
შეადგინა.საქსტატის
ცნობით, აღნიშნული
მაჩვენებელი ყოველთვიური
სახელფასო სხვაობის
შემთხვევაში 20.9 პროცენტია.
გასულ წელთან შედარებით
გენდერული საათობრივი
სახელფასო სხვაობა 2.2
პროცენტული პუნქტით არის
შემცირებული, ხოლო
ყოველთვიური სახელფასო
სხვაობა – 2.1 პროცენტული
პუნქტით.უწყების ცნობით, 2023
წელს მრეწველობის სფეროში
შესწორებულმა გენდერულმა
საათობრივმა სახელფასო
სხვაობამ 12.3 პროცენტი
შეადგინა, ხოლო
მომსახურების სფეროში – 13.2
პროცენტი.ამასთან,
საქსტატის ანგარიშის
მიხედვით, დაკავებული
თანამდებობებისა და
პოზიციების მიხედვით,
ყველაზე დიდი შესწორებული
საათობრივი გენდერული
სახელფასო სხვაობა
ხელოსნებისა და
მონათესავე სფეროების
მუშების პოზიციაზე
დაფიქსირდა და 39.3 პროცენტი
შეადგინა, მეორე ადგილზეა
დანადგარებისა და
მოწყობილობების
ოპერატორები და ამწყობები
(24.4%).ცნობისთვის, გენდერული
სახელფასო სხვაობა
წარმოადგენს კაცისა და
ქალის საშუალო ხელფასებს
შორის სხვაობის
თანაფარდობას კაცის
საშუალო ხელფასთან.