საქართველოს
ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული
ცენტრის –„საქპატენტის“
ადმინისტრაციული
დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა სალომე
ციმაკურიძემ სამეწარმეო
განათლების კონფერენციაში
„ჯუნიორ ეჩივმენტ
საქართველო“ (Junior Achievement Georgia)
მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია ჩატარდა
ევროკავშირის მხარდაჭერით
განხორციელებული პროექტის
ფარგლებში „აღმშენებლობა
სოციალური მეწარმეობით“.
ინფორმაციას საქპატენტი
ავრცელებს.ღონისძიება
ემსახურება
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, ბიზნესსა
და ადგილობრივ
ორგანიზაციებს შორის
თანამშრომლობის
გაღრმავებასა და
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდას.კონფერენციის
მიზანია,
ასევე,ახალგაზრდების
დახმარება შრომით ბაზარზე
არსებული ყველაზე
მოთხოვნადი უნარების
დაუფლებაში და მათი
ხელშეწყობა საკუთარი
სოციალური საწარმოების
შექმნაში.კონფერენციის
მონაწილეებმა პროექტის
ანგარიში წარადგინეს და
ისაუბრეს იმ სოციალური
საწარმოების შესახებ,
რომლებიც ჩამოყალიბდა და
დაფინანსდა პროგრამის
„აქსელერატორX|სოციალური
მეწარმეობა“
ფარგლებში.ღონისძიების
მეორე ნაწილი მიეძღვნა
პროგრამას „მეწარმეობის
საფუძვლები“, სადაც
დასახელდა „წლის
მოსწავლეთა კომპანია 2025“.
გამარჯვებული გამოავლინა
კომპეტენტურმა ჟიურიმ,
რომლის შემადგენლობაში,
საქპატენტის
წარმომადგენელთან ერთად,
იყვნენ განათლების
სამინისტროს,
ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოს,
ახალგაზრდობის სააგენტოსა
და ეროვნული ბანკის
წარმომადგენლები.კონკურსში
გაიმარჯვა აკაკი წერეთლის
სახელობის ქალაქ ქუთაისის
№1 საჯარო სკოლის
მოსწავლეების მიერ
ჩამოყალიბებულმა
კომპანიამ„Kevin AI“, რომელმაც
შექმნა კიბერ
უსაფრთხოების
სპეციალისტის AI მენტორი.
ვიდეოკურსებითა და
შესაბამისი სავარჯიშოებით
ქართული ხელოვნური
ხმოვანი ასისტენტი
მოსწავლეებს ხელოვნური
ინტელექტის
პროგრამირება-შესწავლაში
გაუწევს დახმარებას, რითაც
შესაძლებლობას მისცემს
მიიღონ ცოდნა და
გამოცდილება სწრაფად,
კომფორტულად და, რაც
მთავარია, ხელმისაწვდომ
ფასად.„Kevin AI“,ევროპის 41
ქვეყნის წარმომადგენელთან
ერთად, მონაწილეობას
მიიღებს და საქართველოს
სახელით წარდგება ევროპის
ყველაზე მასშტაბურ
სამეწარმეო განათლების
ფესტივალზე „GEN-E2025“, რომელიც
2025 წლის 1-3 ივლისს
გაიმართება საბერძნეთის
ქალაქ
ათენში.აღსანიშნავია, რომ
საქპატენტი, როგორც
საქართველოში
ინტელექტუალური
საკუთრების სფეროს
პოლიტიკის განმსაზღვრელი
უწყება, აქტიურადაა
ჩართული ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების
განვითარებაზე მიმართულ
ისეთ ღონისძიებებში,
როგორებიცაა: ათასწლეულის
ინოვაციის კონკურსი,
მოსწავლე გამომგონებელთა
და მკვლევართა კონკურსი
„ლეონარდო და ვინჩი“ და
სხვადასხვა სახის
სასწავლო სემინარები
სკოლის მოსწავლეებთან თუ
სტუდენტებთან.