საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება - პაველ ჰერჩინსკი

Primetime.ge 2 კვირის წინ 20
საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სამუშაო, რომ მომზადდეს სანქციები, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის თქმით, სანქციები დამოკიდებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაზე.„მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. თუმცა რაც ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მე ვიცი, სამუშაო მიმდინარეობს, რომ სანქციები მომზადდეს, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას. ეს დამოკიდებულია 27 წევრ სახელმწიფოზე. იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, ამ ხარისხის ძალადობისა და სისასტიკის იგნორირება მოახდინოს. ვნახოთ, ორშაბათს თუ იქნება წარმოდგენილი სანქციები. სამუშაო ნამდვილად მიმდინარეობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია