საქართველოში სამუშაო
ვიზიტით ნატოს
გაერთიანებული ძალების
საწვრთნელი ცენტრის (JFTC)
ახალი მეთაური,
გენერალ-მაიორი ბოგდან
რიცერსკი
იმყოფებოდა.ვიზიტის
ფარგლებში ბოგდან
რიცერსკიმ შეხვედრა
გამართა თავდაცვის
ძალების მეთაურის
მოადგილესთან,
გენერალ-მაიორ ზაზა
ჩხაიძესთან და წვრთნებისა
და სამხედრო განათლების
სარდალთან, პოლკოვნიკ
ზურაბ ხვიჩიასთან.
მხარეებმა საქართველოს
თავდაცვის ძალების
შესაძლებლობებზე,
მიმდინარე რეფორმებსა და
მომავალი თანამშრომლობის
პერსპექტივებზე
ისაუბრეს.კრწანისში,
ნატო-საქართველოს
წვრთნებისა და შეფასების
ერთობლივ ცენტრში (JTEC)
სტუმრობისას ცენტრის
მეთაურმა, პოლკოვნიკმა
დავით გაგუამ სტუმარს
ცენტრის მიზნები და
ამოცანები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს
საქართველოში მიმდინარე
წელს დაგეგმილი
„ნატო-საქართველო 2025“
სწავლება. აღინიშნა
საწვრთნელ ცენტრებს შორის
არსებული მრავალწლიანი
ნაყოფიერი თანამშრომლობა
და JTEC-ის განვითარების
პროცესში JFTC-ის მხრიდან
გაწეული
მხარდაჭერა.„საქართველოში
ვნახე საკმაოდ ბევრი
მიღწევა. ოფიცრების,
სერჟანტებისა და
სამოქალაქო პირებისგან
შემდგარი ჯგუფი აქტიურად
მუშაობს გაერთიანებული
ძალების საწვრთნელი
ცენტრისა და
ნატო-საქართველოს
წვრთნებისა და შეფასების
ერთობლივი ცენტრის
ფარგლებში. ჩვენ
ვთანამშრომლობთ JFTC-თან,
რათა კიდევ უფრო
განვავითაროთ საქართველოს
თავდაცვითი
შესაძლებლობები“, -
განაცხადა
გენერალ-მაიორმა, ბოგდან
რიცერსკიმ.ნატო-საქართველოს
წვრთნებისა და შეფასების
ერთობლივმა ცენტრმა (JTEC)
პოლონეთში მდებარე ნატოს
გაერთიანებული ძალების
საწვრთნელ ცენტრთან (JFTC)
თანამშრომლობა 2017 წელს
დაიწყო. 2020 წელს მათ შორის
პარტნიორობის შეთანხმება
გაფორმდა.