საქართველოში პირველად პრესბიოპიის მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსშია შესაძლებელი

Alia 1 თვე წინ 48
საქართველოში პირველად პრესბიოპიის მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსშია შესაძლებელი

საქართველოში პირველად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიით, „ექსიმერული ლაზერით“ 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს მხედველობის კორექციას სთავაზობს. კარლ ცაისის წარმოების ლაზერი ასაკობრივი მხედველობის დარღვევის, პრესბიოპიის მქონე პაციენტებს მხედველობის კორექციის ისეთ შესაძლებლობას აძლევს, რაც აქამდე ქვეყნის მასშტაბით არ იყო შესაძლებელი.

პრესბიოპია თვალის აკომოდაციის უნარის ასაკობრივი, ეტაპობრივი დაქვეითებაა, რომლის დროსაც რთულდება ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება. დაავადების სიმპტომები 40 წლის ასაკიდან ვლინდება და ასაკთან ერთად პროგრესირებს. „პრესბიონდის“ მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ ასევე, ახლო დისტანციაზე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 132 წლიანი ტრადიცია გააჩნია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგებით, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ პაციენტებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

(R)

The post საქართველოში პირველად პრესბიოპიის მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსშია შესაძლებელი appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია