დეპუტატ გურამ
მაჭარაშვილის
განცხადებით,
საქართველოში,
კონსტიტუციის მიხედვით,
პრეზიდენტს არ აქვს უფლება
საკუთარი ინიციატივით
დანიშნოს არჩევნები.მისი
თქმით, სალომე ზურაბიშვილი
ე.წ საკონსულტაციო
საბჭოებთან მხოლოდ
სასახლიდან გამოსვლის
საკითხებს უნდა
განიხილავდეს და სხვა
არაფერს."საქართველოში,
კონსტიტუციის მიხედვით,
პრეზიდენტს არ აქვს უფლება
საკუთარი ინიციატივით
დანიშნოს არჩევნები.
ერთადერთი შემთხვევა,
როდესაც თავისი
ინიციატივით ნიშნავს
არჩევნებს, ხდება მაშინ
როდესაც პარლამენტი ვერ
ირჩევს მთავრობას ზედიზედ
ორჯერ. სხვა შემთხვევაში
არის მხოლოდ რიგგარეშე
არჩევნების დროს,
პრეზიდენტს ამ
შემთხვევაში ფორმალური
ხასიათის დანიშვნა აქვს, ან
როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლოს აქვს
მიღებული გადაწყვეტილება
არჩევნებთან
დაკავშირებით. არც ერთი ამ
სამი შემთხვევიდან არ არის,
შესაბამისად იურიდიული
ძალა არ ექნება მის არც ერთ
ნორმატიულ აქტს.რაც
შეეხება ე.წ. საკონსულტაციო
საბჭოებს, ერთადერთი რაც
საქართველოში
ზურაბიშვილმა შეიძლება
გააკეთოს არის ის, რომ
ჰქონდეს კონსულტაციები
როგორ გამოვიდეს
სასახლიდან და მიიღოს
პოლიტიკური პანაშვიდები.
შაბათ-კვირას, ყველა
შემთხვევაში მისი
პოლიტიკური გამოსვენება
იქნება და სავარაუდოდ, ამ
ე.წ. საბჭოს ამ ცერემონიაზე
ექნებათ საუბარი", -
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.