"საბოლოო მიზანია, რომ
საქართველოში არ უნდა
არსებობდნენ უცხო
ძალებიდან დაფინანსებული
ადამიანები, რომლებიც
მიზანმიმართულად ანგრევენ
ქვეყნის სუვერენიტეტს,
მცდელობები ყოველთვის
აქვთ", - ამის შესახებ
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, არჩილ
გორდულაძე საუბრობს.მისი
თქმით, დროებითი
საგამოძიებო კომისია არა
მხოლოდ 2003-2012 წლებში რეჟიმის
თანამდებობის პირების
საქმიანობას შეისწავლის,
არამედ 2012-დან 2025 წლის
ჩათვლით პერიოდზე
გავრცელდება."საქართველოს
პარლამენტის მიერ
საგამოძიებო
კომისიისათვის
მინიჭებულია მანდატი,
რომელიც გულისხმობს 2003-2012
წლებში რეჟიმისა და
რეჟიმის თანამდებობის
პირების საქმიანობის
შესწავლას. ახლა
შესაძლებელი იქნება, რომ
არა მხოლოდ 2003-2012 წლებში
რეჟიმის თანამდებობის
პირების საქმიანობა იყოს
შესწავლილი, არამედ 2012 წლის
შემდეგ 2025 წლის ჩათვლით
დღემდე პერიოდზე
გავრცელდება. საბოლოო
მიზანია, რომ საქართველოში
არ უნდა არსებობდნენ უცხო
ძალებიდან დაფინანსებული
ადამიანები, რომლებიც
მიზანმიმართულად ანგრევენ
ქვეყნის სუვერენიტეტს,
მცდელობები ყოველთვის
აქვთ, ცდილობენ, რომ
ჩამოშალონ ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკა და სოციალური
გარემო გააუარესონ, მხოლოდ
და მხოლოდ იმიტომ რომ
აგენტურა დაბრუნდეს
ხელისუფლებაში. ყველა
"ნაცი" და "ნაციონალური
მოძრაობის" პარტია,
რომლებიც კრებსითად
შედგენილია და ერთად
ასრულებენ დავალებებს, ამ
დავალებების შესაბამისად
არიან გასულები
კონსტიტუციიდან და
არსებობს სამართლებრივი
საფუძველი, რომ მათ მიმართ
იყოს სარჩელი შეტანილი". ამ
ადამიანებს არ ექნებათ
შესაძლებლობა, რომ
თვალთმაქცურად დააფუძნონ
ახალი პარტიები, თქვან, რომ
"ჩვენ აღარ ვართ ნაცები", -
აცხადებს არჩილ
გორდულაძე.ცნობისთვის,
საპარლამენტო საგამოძიებო
კომისიის დასკვნის
საფუძველზე, ქართული
ოცნება საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავს.
მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ მიზანი
"ნაციონალური მოძრაობის" და
მისი სატელიტი პარტიების
არაკონსტიტუციურად
გამოცხადებაა.