საქართველოში
საერთაშორისო ვიზიტების
ზრდა გრძელდება სპარსეთის
ყურის ქვეყნებიდან. 2024 წელს
სპარსეთის ყურის
ქვეყნებიდან საქართველოში
140,739 საერთაშორისო ვიზიტი
შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია.
აღსანიშნავია, რომ
სპარსეთის ყურის
ქვეყნების მოგზაურები და
რეზიდენტები
მაღალმხარჯველობით
გამოირჩევიან.საქართველოში
გასულ წელს საუდის
არაბეთიდან 88,298
საერთაშორისო ვიზიტი
შედგა, ზრდა 2023 წელთან
შედარებით +21%-ია.
ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277
საერთაშორისო ვიზიტი
შედგა, ზრდა 2023 წელთან
შედარებით +38.9%-ია.