საქართველოს ავიაბაზარზე
2025 წლის 15 ივნისიდან ახალი
ევროპული ავიაკომპანია Air
Serbia შემოდის. ინფორმაციას
ამის შესახებ საქართველოს
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.უწყების ცნობით,
ავიაკომპანია ბელგრადიდან
თბილისის მიმართულებით და
პირიქით, პირდაპირ
რეგულარულ რეისებს
კვირაში სამი სიხშირით, Airbus
319-ით
შეასრულებს.საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების გენერალური
დირექტორის, ლევან
მოსეშვილის განცხადებით,
საქართველოსა და სერბეთს
შორის ამ დრომდე პირდაპირი
რეგულარული ავიამიმოსვლა
არასდროს
ყოფილა.,,მოხარულები ვართ,
რომ საქართველოს
ავიაბაზარზე სერბეთის
ფლაგმანი ავიაკომპანია Air
Serbia შემოდის. საქართველოს
აეროპორტების გაერთიანება
ავიაკომპანიასთან
მოლაპარაკებებს რამდენიმე
წლის განმავლობაში
აწარმოებდა, ბოლო პერიოდის
განმავლობაში კი
გაცილებით ინტენსიური
გახდა. დასკვნით ფაზაში
მოლაპარაკებების პროცესში
თბილისისა და ბათუმის
აეროპორტების ოპერატორი
კომპანია TAV Georgia ჩაერთო.
საბოლოოდ,
ავიაკომპანიასთან
შევთანხმდით, რომ ზაფხულის
სანავიგაციო სეზონზე ჩვენ
დედაქალაქებს შორის
პირდაპირ ავიამიმოსვლა
კვირაში სამი სიხშირით
შესრულდება. ავიაკომპანია
ოპერირებას ბელგრადსა და
თბილისს შორის სრული წლის
განმავლობაში
განახორციელებს“, –
განაცხადა ლევან
მოსეშვილმა.ცნობისთვის, Air
Serbia პირველი სერბული
ეროვნული ავიაკომპანია
Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც
1927 წელს დაარსდა.
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების ცნობით, 2024
წელს საქართველოსა და
სერბეთს შორის ჯამურმა
მგზავრთნაკადმა 16 839
მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით
მეტია 2023 წლის მონაცემებთან
შედარებით