საქართველოს სპორტის მინისტრი 2024 წლის წარმატებული ქართველი ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას დაესწრო

Primetime.ge 5 საათი წინ 4
საქართველოს სპორტის მინისტრი 2024 წლის წარმატებული ქართველი ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო 2024 წლის წარმატებული ქართველი ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას, რომელიც საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილიც. შალვა გოგოლაძემ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო მრბოლელი“ - გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე დააჯილდოვა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.ქართული ავტოსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს სპორტის სამინისტროს.დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა, რომ ქართველი ახალგაზრდა ავტომრბოლელები გიორგი წამალაშვილი და ზაზა კიკნაძე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის აკადემიის თასის გათამაშებაში.2025 წელს დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებს შორის, რომლისთვისაც სამინისტრომ ფედერაციას 10 ავტომობილი გადასცა. ამ ავტომობილებით ტურნირში ქართველი მრბოლელები იასპარეზებენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია