საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისში ხვდებიან

Primetime.ge 2 დღის წინ 17
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისში ხვდებიან
თბილისში მიმდინარეობს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივი შეხვედრა, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, - ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრის შესახებ წინასწარ საჯაროდ არ ყოფილა ცნობილი.უწყების თანახმად, სამმხრივი შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამმადოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის და დელეგაციების წევრების მონაწილეობით"."შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის.საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეხვედრას საგარეო მინისტრების წინასწარი კონსულტაციები უძღოდა წინ.უწყების ცნობით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა და სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრა: „ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთი კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და, ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.2022 წლის 16 ივლისს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხარს უჭერს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესსა და რეგიონული კავშირების გაძლიერებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია