რუსთაველზე, საქართველოს
პარლამენტის შენობასთან
საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.აქციის
მონაწილეები აცხადებენ,
რომ საპარლამენტო
საგამოძიებო კომისიის
მხრიდან ხდება ქართული
არმიის გასამართლება და
ამას ვერ
შეეგუებიან.„კრემლის
ფილიალში მიმდინარეობს
ქართველი გენერლებისა და
ქართული არმიის
გასამართლება. ჩვენ
უბრალოდ, ვერ შევეგუებით
ქართული არმიის
გასამართლებას, იმ
ადამიანების
გასამართლებას, რომლებმაც
2008 წელს დამოუკიდებლობა
შეგვინარჩუნეს,
შეგვინარჩუნეს
სახელმწიფოებრიობა, ენაც,
მამულიც და სარწმუნოებაც.
კრემლის ფილიალში
რომლებიც სხედან, მათი
ადგილი არა მხოლოდ აქ,
არამედ ციხეშია. ძალიან
მალე ისინი ჩასხდებიან
ციხეში, აგებენ პასუხს
სახელმწიფო ღალატისთვის“,
– განაცხადა აქციის
ერთ-ერთმა
მონაწილემ.ამასთან, აქციის
მონაწილეები შეძახილებით
დახვდნენ პარლამენტის
შენობიდან გამოსულ გოგა
ხაინდრავას, რომელიც დღეს
კომისიის სხდომაზე
დაიკითხა.ცნობისთვის,
საქართველოს პარლამენტში
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი დროებითი
საგამოძიებო კომისიის“
სხდომა იმართება. კომისიის
თავმჯდომარეა „ქართული
ოცნების“ წევრი თეა
წულუკიანი. საგამოძიებო
კომისიის დღევანდელ
სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს
საქართველოს შეიარაღებული
ძალების გაერთიანებულ
შტაბში შემავალი
სამშვიდობო ოპერაციების
შტაბის უფროსი მამუკა
ყურაშვილი და 2004-2006 წლებში
სახელმწიფო მინისტრი გოგა
ხაინდრავა, ასევე დღესვე
დაიკითხება პარლამენტის
პირველი ვიცე-სპიკერი, გია
ვოლსკი.