საქართველოს რეგიონული
განვითარების მინისტრის
პირველ მოადგილედ ლევან
ზაუტაშვილი დაინიშნა.
რეგიონული განვითარების
მინისტრის მოადგილის
პოზიციას ზაზა კვიციანი
დაიკავებს.საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის შესაბამისი
ბრძანების საფუძველზე,
მინისტრის მოადგილეები
მოვალეობის შესრულებას
უკვე შეუდგნენ.რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
რეორგანიზაცის შედეგად
ორი სამინისტრო - რეგიონული
განვითარების სამინისტრო
და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო ჩამოყალიბდა.
რეგიონული განვითარების
მინისტრის პოზიცია კახა
გულედანმა, ხოლო
ინფრასტრუქტურის
მინისტრის თანამდებობა
რევაზ სოხაძემ დაიკავა.