საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

Primetime.ge 4 თვის წინ 48
საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
ამ წუთებში ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თემაც ევროპის უსაფრთხოება და მდგრადობის გაძლიერებაა.ტირანაში იმყოფებიან ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის პრეზიდენტები, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი.სამიტის მთავარი თემა უკრაინაა, თუმცა ლიდერები იმსჯელებენ ენერგეტიკულ გამოწვევებზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და არალეგალურ მიგრაციაზეც.
სრულად წაიკითხეთ სტატია