სომხეთის პრემიერ-მინისტრ
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი
საქართველოში დასრულდა.
სომეხი კოლეგა თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
გააცილა.სომხეთის
რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი,
სამთავრობო დელეგაციასთან
ერთად, თბილისს
საქართველო-სომხეთის
ეროვნული საფეხბურთო
ნაკრებების მატჩზე
დასასწრებად ეწვია,
რომელიც „დინამო არენაზე“
გაიმართა და საქართველოს
ნაკრების გამარჯვებით
დასრულდა.ვიზიტის
ფარგლებში, ნიკოლ
ფაშინიანს მთავრობის
ადმინისტრაციაში პირისპირ
შეხვედრაზე უმასპინძლა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ.