საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

Primetime.ge 1 კვირა წინ 23
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ხვალ, პლენარული სხდომის დარბაზში, დილის 09:00 საათზე გაიმართება."დღეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულის ხდომა გვქონდა. თავად სესია მომავალ პარასკევს, 20 დეკემბერს, ბიუროს სხდომით დაიხურება, თუმცა პლენარული სხდომები საგაზაფხულო სესიამდე, თებერვლამდე აღარ გვექნება.მადლობა მინდა გადაგიხადოთ - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი საშემოდგომო სესია იყო. ნაყოფიერად ვიმუშავეთ როგორც პარლამენტის ორგანიზაციულად დაკომპლექტების მხრივ, ასევე, საკანონმდებლო ინიციატივების მიღებით. მინდა, წარმატებ გისურვოთ ყველას.ხვალ, იგივე შემადგენლობა იქნებით უკვე საარჩევნო კოლეგიის წევრების რანგში წარმოდგენილი ამავე დარბაზში, სადაც პრეზიდენტის არჩევნები იქნება და გთხოვთ, რომ ხვალ არჩევნებს ყველა სათანადო დროს დაესწროთ - 09:00 საათზე იწყება პრეზიდენტის არჩევნები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია