საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

Primetime.ge 2 კვირის წინ 19
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში იმართება,საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს.„საქართველოსთვის უნგრეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში“,- აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
სრულად წაიკითხეთ სტატია