საქართველოს მკაფიო პოზიციაა, სადაც შეგვეძლება, ხელი შევუწყოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რათა წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის გაძლიერებაში - მაკა ბოჭორიშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 9
საქართველოს მკაფიო პოზიციაა, სადაც შეგვეძლება, ხელი შევუწყოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რათა წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის გაძლიერებაში - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს მკაფიო პოზიციაა, სადაც შეგვეძლება, ხელი შევუწყოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რათა წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის გაძლიერებაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენციის, „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ორ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და ჩვენს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას. საქართველოს ძალიან მკაფიო და ხმამაღალი პოზიციაა, რომ სადაც ვიქნებით საჭირონი, სადაც შეგვეძლება ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სადაც შეგვეძლება ჩვენი დახმარების შეთავაზება, ჩვენ აქ ვართ, რათა წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერებაში. გვჯერა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენს რეგიონში არსებული პოტენციალის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შორის კარგი თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია