შპს „საქართველოს
მელიორაციის“ გენერალურმა
დირექტორმა გიგლა
თამაზაშვილმა, კომპანიის
წარმომადგენლებთან ერთად,
თელავისა და ახმეტის
მუნიციპალიტეტებში ილტოს,
ნაურდლის, ზემო ალაზნის
სათავე ნაგებობებიდა
სამელიორაციო არხები
დაათვალიერა და მათ
გამართულ
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებულ საკითხებს
გაეცნო. ინფორმაციას შპს
„საქართველოს მელიორაცია“
ავრცელებს.გენერალურმა
დირექტორმა არსებულ
საჭიროებებზე მოისმინა
ინფორმაცია. როგორც გიგლა
თამაზაშვილმა განაცხადა,
ქვეყანაში
სასოფლო-სამეურნეო
წარმოების ზრდისთვის
გამართული სარწყავი
ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ
აუცილებელი წინაპირობა.
კომპანია სამელიორაციო
ინფრასტრუქტურის
მოწესრიგების მიზნით
არაერთ პროექტს
ახორციელებს.აღსანიშნავია,
რომ 2012-2024 წლებში კახეთში
განხორციელებული
სამელიორაციო
ინფრასტრუქტურული
პროექტების შედეგად,
დამატებით
წყალუზრუნველყოფილია 20 140
ჰექტარი
სასოფლო-სამეურნეო მიწის
ფართობი, სარწყავი წყლის
მიწოდება 16 285 ჰექტარზე
გაუმჯობესდა, ხოლო
დრენირებული მიწის
ფართობის რაოდენობა 8725
ჰექტარს შეადგენს.