
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩში პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა. ძირითადი დრო კი ფრედ – 2:2 დასრულდა.
ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდნენ.