დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის
4-ზოლიანი მაგისტრალის 85
კმ-იანი მონაკვეთიდან 35
კმ-იან ჩქაროსნულ გზას,
რომელიც ფარავს
თბილისიდან საგარეჯომდე
მონაკვეთს, რაც არის ძალიან
მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი იმ
საერთო პროექტის
განხორციელებაში, რაც
უკავშირდება კახეთის
მაგისტრალის მშენებლობას, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ კახეთის
4-ზოლიანი მაგისტრალის
პირველი 35 კმ-იანი
მონაკვეთი გაიხსნის
ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ახალი მაგისტრალი
გვერდს უვლის მჭიდროდ
დასახლებულ 4 სოფელსა და
ქალაქს, რაც სრულად
განტვირთავს მოძრაობას
დასახლებებში,
უზრუნველყოფს საგზაო
უსაფრთხოების უმაღლეს
სტანდარტებს,
გაანახევრებს
გადაადგილების დროს და
სამჯერ გაზრდის
ტრანსპორტის
გამტარობას.„დღეს ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა
ჩვენთვის, ჩვენი
ქვეყნისთვის, კონკრეტულად
ამ რეგიონისთვის
კახეთისთვის, დღეს უკვე
მესამე პროექტის
დასრულების მომსწრე ვართ.
დღეს ვიყავით
არხილოსკალოში, სადაც
ერთად გავხსენით ლაშა
ბექაურის სახელობის, ჩვენი
სახელოვანი ოლიმპიური
ჩემპიონის სახელობის
სპორტკომპლექსი
არაჩვეულებრივი
დარბაზებით, ასევე დღეს
ვესწრებოდით იორმუღალოში
არაჩვეულებრივი საბავშვო
ბაღის გახსნას.
ვისარგებლებ შემთხვევით
და მადლობას გადავუხდი
ჩვენს აზერბაიჯანელ
მეგობრებს
მხარდაჭერისთვის და
იმისათვის, რომ დღეს
ჩვენთან ერთად არიან. რაც
შეეხება მესამე პროექტს, რა
თქმა უნდა, მის
განხორციელებას აქვს
უდიდესი მნიშვნელობა
ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი
ქვეყნისა და კონკრეტულად
ამ რეგიონის
განვითარებისთვის.დღეს
ჩვენ ვხსნით კახეთის
4-ზოლიანი მაგისტრალის 85
კმ-იანი მონაკვეთიდან 35
კმ-იან ჩქაროსნულ გზას,
რომელიც ფარავს
თბილისიდან საგარეჯომდე
მონაკვეთს, რაც არის ძალიან
მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი იმ
საერთო პროექტის
განხორციელებაში, რაც
უკავშირდება კახეთის
მაგისტრალის
მშენებლობას.სულ რაღაც ორი
თვის წინ ჩვენ გავხსენით
ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი
მაგისტრალური გზა; დღეს
ისევ კახეთში აღვნიშნავთ
ძალიან მნიშვნელოვან
წარმატებას ამ
მიმართულებით. ახალი
მაგისტრალი გვერდს უვლის
მჭიდროდ დასახლებულ 4
სოფელსა და ქალაქს, რაც
სრულად განტვირთავს
მოძრაობას დასახლებებში,
უზრუნველყოფს საგზაო
უსაფრთხოების უმაღლეს
სტანდარტებს,
გაანახევრებს
გადაადგილების დროს და
სამჯერ გაზრდის
ტრანსპორტის გამტარობას.
ეს გზა ასევე არის
საერთაშორისო სატრანზიტო
დერეფნის ნაწილი, რომელიც
საქართველოს
აზერბაიჯანთან აკავშირებს
და ეს ყველაფერი მის
მნიშვნელობას კიდევ უფრო
მეტად ზრდის“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.მისივე
თქმით, კახეთის
მაგისტრალის ყველა
მონაკვეთის დასრულების
შემდეგ, თბილისიდან
თელავამდე მგზავრობას
მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი
დასჭირდება.„საერთაშორისო
სტანდარტების,
განვითარებული საგზაო
ინფრასტრუქტურა საკვანძო
მნიშვნელობისაა
ეკონომიკური ზრდისთვის,
რეგიონული
განვითარებისთვის,
მობილობის
გაძლიერებისთვის,
სოციალური და კულტურული
კავშირებისთვის; ასეთი
გზები ამცირებს
მგზავრობის დროსა და
მანძილს; გვთავაზობს
საიმედო და უსაფრთხო
გადაადგილების
მარშრუტებს, აუმჯობესებს
საერთაშორისო და შიდა
რეგიონულ კავშირებს, რაც
ხელს უწყობს ადგილობრივი
და საერთაშორისო ტურიზმის
განვითარებას, ქმნის ახალ
ეკონომიკურ
შესაძლებლობებს
მოსახლეობისათვის.ეკონომიკისა
და ტურიზმის
განვითარებასთან ერთად,
ასეთი გზები
მნიშვნელოვანია
საერთაშორისო
უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის კუთხითაც.
საქართველო, სტრატეგიული
მდებარეობის წყალობით,
ბუნებრივი ხიდია ევროპასა
და აზიას შორის. ჩვენს
ქვეყანაზე გადის უმოკლესი
მარშრუტი აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის და რა თქმა
უნდა, არსებული რეგიონული
კრიზისების ფონზე იზრდება
შუა დერეფნის აქტუალურობა.
ასეთი პროექტები ხელს
უწყობს ჩვენი ქვეყნის
ფუნქციის გაძლიერებას ამ
თვალსაზრისით.საერთაშორისო
სტაბილურობისათვის
გადამწყვეტ მნიშვნელობას
იძენს უსაფრთხო და სანდო
ალტერნატიული
სავაჭრო-სატრანსპორტო
მარშრუტები. ამ
მოცემულობაში,
საქართველოს
კონკურენტუნარიანობის
გასაზრდელად და უსაფრთხო
სატრანზიტო დერეფნის
ფუნქციის გასაძლიერებლად
ჩვენ კვლავაც
გავაგრძელებთ ჩვენი
საგზაო მაგისტრალების
განვითარებას“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.