საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაური,
გენერალ-ლეიტენანტი
გიორგი მათიაშვილი აშშ-ის
ჯორჯიის შტატის ეროვნული
გვარდიის დელეგაციას
შეხვდა, რომელსაც გვარდიის
მეთაური, გენერალ-მაიორი
რიჩარდ ვილსონი
ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
მხარეებმა საქართველოსა
და აშშ-ს შორის თავდაცვის
სფეროში თანამშრომლობის
განვითარების საკითხები
განიხილეს.„გენერალ-ლეიტენანტმა
გიორგი მათიაშვილმა
გენერალ-მაიორ რიჩარდ
ვილსონს აშშ-ის მხრიდან
გაწეული პრაქტიკული
მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა. საუბარი შეეხო
პროგრამას – „პარტნიორობა
ქვეყნებს შორის“, ასევე
მრავალეროვნულ
სწავლებებში ქართველი და
ამერიკელი სამხედროების
მონაწილეობის
საკითხს.აშშ-ის ჯორჯიის
შტატის ეროვნული გვარდიის
დელეგაციას, რომელიც
თბილისში საქართველოს
თავდაცვის ძალების
ეროვნული გვარდიისა და
აშშ-ის ჯორჯიის შტატის
ეროვნული გვარდიის
30-წლიანი თანამშრომლობის
საიუბილეო თარიღთან
დაკავშირებით იმყოფება,
ასევე უმასპინძლა
ეროვნული გვარდიის
უფროსმა, ბრიგადის
გენერალმა რომან ჯოხაძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა
საქართველოსა და აშშ-ის
ჯორჯიის შტატის ეროვნულ
გვარდიას შორის არსებულ
მრავალწლიან წარმატებულ
თანამშრომლობას.
ამერიკული მხარე ეროვნული
გვარდიის ქვედანაყოფებსაც
ესტუმრა.დღესვე, თავდაცვის
სამინისტროს „არმიჰოლში“
თავდაცვის ატაშის,
პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა
და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ
მუნირის დაჯილდოებისა და
გაცილების ცერემონია
გაიმართა. საზეიმო
ღონისძიებას თავდაცვის
მინისტრის მოადგილე
გრიგოლ გიორგაძე,
თავდაცვის ძალების
მეთაური,
გენერალ-ლეიტენანტი
გიორგი მათიაშვილი და
აშშ-ის ელჩი საქართველოში
რობინ დანიგანი
დაესწრნენ“, – ნათქვამია
საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.