საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტებზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

Primetime.ge 11 საათი წინ 9
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტებზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამი პიროვნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა საქალაქო სასამართლოში 10 საათზეა დანიშნული.ცნობილია, რომ პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.გამოძიების ცნობით, 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, უწყების მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება. პროკურატურის ცნობით ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მილიონ ლარზე მეტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია