საქართველოს ეყოლება
ახალი პრეზიდენტი -
ნამდვილად ღირსეული და
პატრიოტი ადამიანი მიხეილ
ყაველაშვილი. მინდა
მივულოცო მიხეილ
ყაველაშვილსაც და მთელ
საქართველოს, - ამის
შესახებ "ხალხის ძალის”
დეპუტატმა, სოზარ სუბარმა
ჟურნალისტებთან
ინაუგურაციის დაწყებამდე
განაცხადა.მისი თქმით,
მიხეილ ყაველაშვილი არის
ადამიანი, რომლისთვისაც
საქართველო არის
"ერთადერთი საფიცარიც,
სალოცავიც და
საზრუნავიც"."საქართველოს
ეყოლება ახალი პრეზიდენტი -
ნამდვილად ღირსეული და
პატრიოტი ადამიანი მიხეილ
ყაველაშვილი. მინდა
მივულოცო მიხეილ
ყაველაშვილსაც და მთელ
საქართველოს. ზოგადად,
ძალიან სამწუხაროა, როცა
პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და
ხაზგასმა იმაზე გვიწევს,
რომ ის პატრიოტი ადამიანია.
ბუნებრივად უნდა იყოს
ნებისმიერი პრეზიდენტი,
მაგრამ რამდენიმე წინა
პრეზიდენტის ისტორიიდან
გამომდინარე ამაზე
ხაზგასმა გვიწევს.
ყაველაშვილი არის
ადამიანი, რომლისთვისაც
საქართველო არის
ერთადერთი საფიცარიც,
სალოცავიც და საზრუნავიც.
საქართველო მისთვის
ყველაფერია განსხვავებით
იმ პრეზიდენტებისგან,
რომლებიც, სამწუხაროდ სხვა
ქვეყნებსა და სხვა
ხელისუფლებებს
ემსახურება", - განაცხადა
სოზარ სუბარმა.