საქართველოს ეკონომიკური და სპორტული წარმატება უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა და ეს ვერ ხდება ომის დროს. ერის სიხარული, რაც სპორტს მოაქვს, სულ უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა - ლევან გაჩეჩილაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 20
საქართველოს ეკონომიკური და სპორტული წარმატება უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა და ეს ვერ ხდება ომის დროს. ერის სიხარული, რაც სპორტს მოაქვს, სულ უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა - ლევან გაჩეჩილაძე
ეს ეკონომიკური და სპორტული წარმატება უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა და ეს ვერ ხდება ომის დროს. მთელი ეს ერის სიხარული, რაც ამ სპორტს მოაქვს, სულ უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.წამყვანმა მას ჰკითხა, რა საფრთხეს შეიცავს ხელისუფლებაში იმ ძალის დაბრუნება, ვინც 12 წლის წინ იყო.„ის ძალა არ დაბრუნდება. კრიზისი იქნება, მაგრამ გავაქტიურდებით კიდევ უფრო საჯაროდ. უცნაური იდეებიც კი მომივიდა. სანამ შემოვიდოდით გადაცემაში ირაკლისაც [რუხაძეს] ვუთხარი, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის წერილის მიწერაც გვინდა, რომ ვუთხრათ, რომ არსებობს ჩვენნაირი ხალხი და ასეთი ხალხია უმრავლესობაში. მაინტერესებს ერთი, რა პასუხს გაგვცემენ. ტრამპს ეძახიან, პუტინის კაციაო და მსოფლიო ისეა მოწყობილი, ან პუტინისტი უნდა იყო, ან ანტიპუტინისტი. ესკალაცია მიდის, ლამის ატომური ბომბი გავარდეს ხვალ. თუ ვიდგებით ერთად, მოვიქცევით ქართულად, ვაჟკაცურად, გავუგებთ ერთმანეთს, დავდგებით იქ, სადაც საქართველოა და იმ გამოცდილებაზე, რაც ბოლო 30 წელიწადში გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ეკონომიკური და სპორტული წარმატება უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა და ეს ვერ ხდება ომის დროს. მთელი ეს ერის სიხარული, რაც ამ სპორტს მოაქვს, სულ უწყვეტი მშვიდობის დამსახურებაა და როგორ შეიძლება ეჭვი მიიტანო ამაზე“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია