საქართველოს ავიაბაზარზე
კიდევ ერთი ევროპული
ავიაკომპანია შემოვიდა.
ბერძნული SKY express პირდაპირ
რეგულარულ რეისებს
ათენიდან თბილისის
მიმართულებით კვირაში
3-ჯერ, Airbus A321 neo ტიპის
ავიახომალდით
ასრულებს.ახალი
ავიაკომპანიის
შემოსვლასთან
დაკავშირებით თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის
გაფრენის დარბაზში მიღება
გაიმართა, რომელსაც
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების გენერალური
დირექტორი ირაკლი
ქარქაშაძე, TAV Georgia-ს
გენერალური მენეჯერი თეა
ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY
express-ის მფლობელი იუანის
გრილოსი, სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოს
წარმომადგენლები და სხვა
ოფიციალური პირები
დაესწრნენ.SKY express-ი, ეგეოსის
ავიახაზებისა და Wizz Air-ის
შემდეგ მესამე
ავიაკომპანია, რომელიც
საქართველოსა და
საბერძნეთს შორის
პირდაპირ რეგულარულ
რეისებს ასრულებს.