ზელენსკის არც ერთი სიტყვა
უკრაინულად არ უთქვამს
მანამდე, სანამ პრეზიდენტი
არ გახდა. მთელი მისი
მასხარაობა იყო რუსულად,
ამიტომ მის მშობლიურ ენაზე
ვეტყვი, რომ რასაც ის
აკეთებს ეს არის
„ვისკაჩკობა“, მის სიტყვას
პატივს არავინ სცემ, - ასე
აფასებს პარლამენტის
ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი
„დღის ქრონიკაში“
უკრაინის პრეზიდენტის,
ზელენსკის განცხადებას
„ქართული ოცნების“
დამფუძნებლისა და საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა
ივანიშვილის
დასანქცირებაზე.„ზელენსკიმ
გაანადგურა უკრაინა და მას
და მასთან ერთად იმ ძალებს,
რომელსაც ჩვენ გლობალური
ომის პარტიას ვუწოდებთ,
სურდათ საქართველო
ჩაერთოთ ამ ომში.
საქართველოს ავარიდეთ ის,
რაც დღეს ხდება უკრაინაში.
ამისთვის მადლობას უხდიან
ზელენსკის, რასაც აკეთებს
უკრაინაში, გმირად ჰყავთ
გამოცხადებული, ბიძინა
ივანიშვილს - ასანქცირებენ.
ამ შემთხვევაში ნაკლებად
სანატრელია ზელენსკის
ბედი. ბიძინა ივანიშვილს
ისტორია შეაფასებს როგორც
ქვეყნის გადამრჩენელს და
გმირს, ზელენსკის მოუწევს
უკრაინელი ხალხის მიერ
გასამართლება “, - აღნიშნა
სოზარ სუბარმა.უკრაინის
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ბაიდენის
ადმინისტრაციას მადლობა
გადაუხადა, რომ „ქართული
ოცნების“ დამფუძნებელი და
საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი
დაასანქცირა.„მადლობელი
ვარ შეერთებული შტატების
ქართველი ხალხისა და მთელი
ჩვენი რეგიონის
მხარდასაჭერად გადადგმული
ძლიერი ნაბიჯისთვის -
ბიძინა ივანიშვილის
წინააღმდეგ დაწესებული
სანქციებისთვის, -
განაცხადა უკრაინის
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ.აშშ-ის ხაზინის
დეპარტამენტმა „ქართული
ოცნების“ დამფუძნებელსა
და საპატიო თავმჯდომარეს,
ბიძინა ივანიშვილს
ფინანსური სანქციები
დაუწესა.უწყების
განცხადებაში ნათქვამია,
რომ შეზღუდვები ვრცელდება
ყველა ტრანზაქციაზე,
რომელშიც ივანიშვილის
საკუთრებაში მყოფი
ნებისმიერი კომპანია
მიიღებს მონაწილეობას,
მიუხედავად იმისა,
აკონტროლებს თუ არა იგი
პირდაპირ ან არაპირდაპირ,
ინდივიდუალურად თუ
ჯგუფურად, 50 თუ მეტ
პროცენტს.