საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების (UAG)
თანამშრომლებს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურმა
უსაფრთხოების საკითხებზე
თეორიული და პრაქტიკული
სწავლება ჩაუტარა.
ინფორმაციას აეროპორტების
გაერთიანება
ავრცელებს.სწავლებამ
მიზნად დაისახა კომპანიის
თანამშრომლების
ცნობიერების ამაღლება
საგანგებო სიტუაციების
დროს ქცევის წესების
შესახებ, რაც მოიცავდა
მიწისძვრის, ხანძრისა და
სხვა კრიზისული
შემთხვევების დროს სწორად
მოქმედების
ინსტრუქციებს.თეორიული
ნაწილი:საგანგებო
სიტუაციების ტიპების
მიმოხილვამათი პრევენციის
გზებიევაკუაციის
პროცედურებისახანძრო-სამაშველო
ძალების მუშაობის
სპეციფიკაპირველადი
ინფორმაციის მიღების
შემდეგ, მონაწილეებმა
მონაწილეობა მიიღეს
სიმულაციურ პრაქტიკულ
სწავლებაში, სადაც
ჩართულნი იყვნენ:სახანძრო
ეკიპაჟებისასწრაფო
დახმარების
მანქანებისაპატრულო
პოლიცია„სიმულაციური
სწავლება ჩატარდა
იმისათვის, რომ
თანამშრომლები უკეთ
გაირკვნენ, როგორ
იმოქმედონ საგანგებო
სიტუაციების დროს, მათ
შორის ხანძრის ან სხვა
კრიზისული
შემთხვევებისას.
სწავლებაში მონაწილეობა
მიიღეს შესაბამისმა
სამსახურებმა და
გამოყენებული იყო
სპეციალური ტექნიკა –
სახანძრო-სამაშველო
მანქანები, სასწრაფო
დახმარების და საპატრულო
ეკიპაჟები“, - განაცხადა
აეროპორტების
გაერთიანების შრომის
უსაფრთხოების და გარემოს
დაცვის სამსახურის
უფროსმა ნუგზარ
ციხელაშვილმა.პრაქტიკული
სავარჯიშოები
მოიცავდა:ხანძრის
ლოკალიზაციასა და ქრობის
ტექნიკასოფისის
თანამშრომლების
ევაკუაციასდაშავებულთა
დროულ გამოყვანასა და
პირველადი დახმარების
გაწევის
სიმულაციასსაგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურში უკვე
დანერგილია სხვადასხვა
ორგანიზაციაზე მორგებული
მომსახურება, რომელიც
მიზნად ისახავს
სამოქალაქო და სახანძრო
უსაფრთხოების კულტურის
გაუმჯობესებას.