თიბისის ბიზნესდაჯილდოება
2025-ის გამარჯვებულების
ვინაობა ცნობილია.
საუკეთესო 15 კომპანია, 5
ნომინაციაში გამოვლინდა
და მათ ოქროს, ვერცხლის და
ბრინჯაოს ჯილდოები
გადაეცათ. ღონისძიება
„რადიო ქალაქში“ გაიმართა
და მას 600-ზე მეტი სტუმარი
ესწრებოდა.ღონისძიებაზე,
სპეციალურად პროექტისთვის
შერჩეულმა ჟიურიმ,
რეკორდული რაოდენობის
მონაწილე 443 ბიზნესიდან,
საუკეთესოები დაასახელა
შემდეგ
ნომინაციებში:1.საუკეთესო
პროდუქტი• კატეგორიის
გამარჯვებული Theatre Factory 42 •
თეატრი სახელოსნო 42 გახდა,
რომელიც ექსპერიმენტული
მეთოდებით მაყურებლებს
უნიკალურ გამოცდილებას
სთავაზობს;• მეორე ადგილი
ქართულმა ტანსაცმლის
ბრენდმა - Reckless • რექლეს-მა
დაიკავა, რომელიც ახალ
თაობას ინდივიდუალიზმის
გამოხატვაში ეხმარება;•
მესამე ადგილზე კი
კონცეპტუალური
რესტორნებისა და ბუტიკ
სასტუმროების ქსელი - Communal Hotels
გავიდა.2.საუკეთესო
ინოვაციური სტარტაპი•
ნომინაციის გამარჯვებული
სტარტაპი Tasteit გახდა,
რომელიც საკვების გარშემო
შექმნილი სოციალური
ქსელია და ადამიანებს
რეალურ ცხოვრებაში
აკავშირებს;• მეორე ადგილი
დაიკავა სტარტაპმა - „QACanvas“.
კომპანია QA ინჟინრებს
უზრუნველყოფს ხელოვნური
ინტელექტის ასისტენტით,
რომელიც ამარტივებს
ტესტის სცენარების
გენერაციასა დამართვას; •
მესამე ადგილი კი,
სტარტაპმა - Awork • ევორქი-მა
დაიკავა, რომელიც ახალი
თაობაზე ორიენტირებული
დასაქმების ციფრული
პლატფორმაა.3.გამორჩეული
სოციალური
პასუხისმგებლობა• ნანა
ჯანაშიას სახელობის
ნომინაციაში - გამორჩეული
სოციალური
პასუხისმგებლობა
გამარჯვებული გახდა კაფე
მზიური • Cafe Mziuri, რომელიც
ემსახურება ინკლუზიური და
საგანმანათლებლო
საზოგადოებრივი სივრცის
შექმნას;• მეორე ადგილი
დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა,
რომელიც სხვადასხვა
მასალის გადამუშავებით
ქმნის ყოველდღიურ
ნივთებს;• მესამე ადგილზე
სოციალური კონცეფციის
მაღაზია - Social Concept Store ESKI გავიდა,
რომელიც აერთიანებს
სოციალური საწარმოების
ხელნაკეთ
პროდუქციას.4.გამორჩეული
როლი რეგიონის
განვითარებაში• რეგიონის
განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის მთავარი
ჯილდო გადაეცა ღვინის
ტესტირების თანამედროვე
ლაბორატორია აგროლაბი -
AgroLab-ს;• ამავე კატეგორიაში
მეორე ადგილი დაიკავა
სამთო სასტურმო AltiHut-მა,
რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე
დამსვენებლებს უნიკალურ
გამოცდილებას სთავაზობს;•
მესამე ადგილზე კი Agrometa •
აგრომეტა გავიდა, რომელიც
ფერმერებს
მაღალტექნოლოგიური
აგრო-დრონების სერვისს
სთავაზობს.5. საუკეთესო
ფრილანსერი• ნომინაციის
გამარჯვებული მხატვარი და
დიზაინერი მანანა
არაბულია, რომელიც
უნიკალური წიგნების
დიზაინით არის ცნობილი;•
კატეგორიაში მეორე ადგილი
გიორგი მესხმა დაიკავა,
რომელიც სტარტაპებს
საერთაშორისო წარმატების
მიღწევაში ეხმარება;•
მესამე ადგილი გიგა
მეტრეველმა დაიკავა,
რომელიც სტარტაპებს
ზრდისა და
განვითარებისთვის
კონსულტაციებს
სთავაზობს.გენდერული
თანასწორობის
ხელშეწყობისთვის
სპეციალური ჯილდო გადაეცა
სასტუმრო Le Méridien Batumi-ს,
რომელიც სისტემურად
ახორციელებს ინკლუზიურ
აქტივობებს ქალთა
გაძლიერების კუთხითმწვანე
ინიციატივების
ხელშეწყობისთვის
სპეციალური ჯილდო კი
ვინტაჟური ტანსაცმლის
მაღაზია, Vintylator
ვინტილატორი-ს გადაეცა,
რომელიც გარემოს დაცვითი
აქტივობებისა და მდგრადი
მოხმარების
პოპულარიზაციას
ეწევაბიზნესდაჯილდოების
გამარჯვებულებისთვის
სხვადასხვა პრიზია
დაწესებული. თითოეულ
მათგანს შესაძლებლობა
ექნება, საკუთარი
ბიზნესსაქმიანობიდან
გამომდინარე, თავად
შეარჩიოს ჯილდოდან
ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი
ვებ-გვერდის შექმნა,
ბრენდინგი, საკომუნიკაციო
მხარდაჭერა და
სხვა.ბიზნესდაჯილდოება
2025-ის მთავარი პარტნიორია -
Visa. მხარდამჭერები - აჭარა
ჯგუფი, Tegeta
Business.მედიამხარდამჭერები:
Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.