
2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
როგორც გამოცემა წერს, სებ-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის IT სექტორის ზრდა 2022-2023 წლებში „უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყო ათასობით IT სპეციალისტის მიგრაციასთან რუსეთის ფედერაციიდან და ბელორუსიიდან“, შესაბამისად, მათმა შემდგომმა გადინებამ საპირისპირო ტენდენცია გამოიწვია.