
ჩინურმა კამერებისა და სტაბილიზატორების მწარმოებელმა Insta360-მა შიდა “”ჩელენჯი” დაიწყო – თითოეულ დაკლებულ 0,5 კგ-ზე თანამშრომლები 500 იუანს (დაახლოებით 70 დოლარი) მიიღებენ, ხოლო იმავე რაოდენობის წონის მომატებისთვის 800 იუანით (დაახლოებით 110 დოლარი) დაჯარიმდებიან.
პროექტმა სოციალურ ქსელ Weibo-ზე პოპულარული მალევე გახდა და 6,5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამჟამად მასში 99 თანამშრომელია ჩართული, რომლებმაც ჯამში 950 კგ დააკლეს და დამსაქმებლისგან 1 მლნ იუანი (დაახლოებით 140 ათასი დოლარი) მიიღეს. Insta360-ის განცხადებით, ჯარიმები ჯერჯერობით არავის დაჰკისრებია, ინიციატივის მიზანი კი თანამშრომლების ჯანმრთელობის მხარდაჭერა და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაა.
მსგავსი აქცია ჩინეთში წარსულშიც ჩატარებულა. თებერვალში საკვები დანამატების მწარმოებელმა Wonderlab-მა ერთთვიანი წონის დაკლების კონკურსი გამართა. 224 თანამშრომელმა საერთო ჯამში 750 კგ დაიკლო და 171 ათასი იუანი (დაახლოებით 23 ათასი დოლარი) მიიღო. ერთ-ერთმა მონაწილემ 16,4 კგ დააკლო და 7,5 ათას იუანზე (1 ათას დოლარზე მეტი) მეტი მიიღო.
ექსპერტები მსგავს ინიციატივებს სიფრთხილით მიუდგებიან. მათი თქმით, დამსაქმებლებმა უნდა დაიცვან პერსონალური მონაცემები და თავიდან აიცილონ ისეთი პირობები, რომლებიც თანამშრომლებში დამატებით სტრესს გამოიწვევს, მაგალითად, წონის მომატებისთვის დაწესებული ჯარიმები.