ვფიქრობ, რომ საქართველომ
იდეალურად იმოქმედა 2022
წლიდან, შეინარჩუნა
სტაბილურობა ჩვენს
ქვეყანაში, შეინარჩუნა
მშვიდობა, გაიზარდა
ტურიზმის მაჩვენებლები,
რაც კოვიდის შემდეგ
კატასტროფულად იყო
დაცემული და ეს იყო
ლოგიკურიც, რადგან
ჩაკეტილი იყო საზღვრები და
ა.შ., - ამის შესახებ
პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
ირაკლი მეზურნიშვილმა, "პოს
ტვ"-ის ეთერში
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, საქართველოს ბოლო
ორი წლის განმავლობაში
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის
ნათელი დადასტურება იყო, თუ
რამდენად წარმატებულია
ეკონომიკური გუნდის მიერ
არჩეული პოლიტიკა."ჩვენ
მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო
წლების განმავლობაში, 2022
წლის შემდეგ, გვქონდა
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
პირველ წელს, ექსპერტები
ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა
ეკონომიკური ზრდა იმის
ფონზე ხდება, რომ კოვიდი და
სრული რეცესია იყო,
გაჩერებული იყო ეკონომიკა.
ახლა, რა თქმა უნდა, ამას
უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024
წელი იყო ნათელი მაგალითი
იმისა, თუ რაოდენ
წარმატებული იყო ჩვენი
ეკონომიკური გუნდის ის
სწორი პოლიტიკა, რაც
ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც
ჩვენს რეგიონში ხდება,
დამატებითი
შესაძლებლობები მოგვცა,
რასაც ძალიან კარგად
ვიყენებთ," - განაცხადა
ირაკლი მეზურნიშვილმა.