საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 68% რუსეთში გავიდა
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 68% რუსეთზე მოდის. 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი.
იანვარ-ოქტომბერში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი:
· რუსეთი – 161 მლნ დოლარი;
· პოლონეთი – 13 მლნ დოლარი;
· უკრაინა – 10 მლნ დოლარი;
· ყაზახეთი – 8.6 მლნ დოლარი;
· ჩინეთი – 7.5 მლნ დოლარი;
· აშშ – 6.4 მლნ დოლარი;
· ბელარუსი – 6.1 მლნ დოლარი;
· გერმანია – 5 მლნ დოლარი;
· ლატვია – 3.2 მლნ დოლარი;
· ლიეტუვა – 1.9 მლნ დოლარი;