საქართველო ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოდან მოწვევაც კი არ მოსულა, მათ არავინ შეეხვეწება - მდინარაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 47
საქართველო ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოდან მოწვევაც კი არ მოსულა, მათ არავინ შეეხვეწება - მდინარაძე
საქართველო ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოდან მოწვევაც კი არ მოსულა, მათ არავინ შეეხვეწება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძე გამოეხმაურა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა და იმედი გვაქვს, მოგვიანებით შემოგვიერთდება“.„მოცემულობა შექმნეს, საქართველოს სხვადასხვა წყაროებით გააგებინეს, რომ ასეთი მინისტერიალი იმართებოდა და მოწვევა არ იყო მოსული. მაკა ბოჭორიშვილს და მის უწყებას ხვეწნა უნდა დაეწყო, რა ხდება, რატომ არ ვართ მოწვეული, რატომ არ მოსულა მოწვევა და ა.შ. არ ვიცი, ივაჭრებდნენ თუ რას იზამდნენ, უბრალოდ, ერთი ფეიკ თუ მდაბიო მესიჯის დალაგებას ცდილობდნენ. არავინ არაფერი იხვეწა, მოწვევაც არ მოვიდა. ცარიელი სკამი დადგეს, ერთმანეთში ითამაშონ, რამდენიც უნდა.საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა აქ მოწვევაც კი არ მოსულა. როგორც წესი და რიგია, თუ მოწვევა იქნება, საქართველო მონაწილეობას მიიღებს. ხვეწნით და იქ ჩასვლით, შემომიშვითო, საქართველო ამას არასოდეს იზამს. ასე დაჩოქვით და ხვეწნით არც შედეგი მოდის და არც ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას არ შევლახავთ. შლაპკას განცხადებიდან უფრო ის ჩანს, რომ იქ სხვა მთავრობას ელოდებიან, რადგან დღევანდელ მთავრობას მოწვევას არ უგზავნიან და მათგან ელოდებიან ინიციატივას. მათ არავინ შეეხვეწება, რაც 28 ნოემბერს ვთქვით. არ შევეხვეწებით, მაგიდაზე დადონ, ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ამ საკითხზეც. მიგვიწვევენ, მივალთ, ხვეწნას არ დავიწყებთ, რადგან ამ საკითხებს შანტაჟის ბერკეტებად იყენებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია