საქართველო ევროპისთვის არის ტესტი, შეძლებს თუ არა ევროპა, იყოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული, თუ წავა იმ მიმართულებით, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნების ხალხის არჩევანში - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
საქართველო ევროპისთვის არის ტესტი, შეძლებს თუ არა ევროპა, იყოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული, თუ წავა იმ მიმართულებით, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნების ხალხის არჩევანში - შალვა პაპუაშვილი
ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ აღიაროს ქართველი ხალხის ნება. ყველაფერი დაილექა, ყველა ტყუილ-მართალი გაირკვა და აღმოვჩნდით ერთ-ერთი საკითხის წინაშე - არის თუ არა მზად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი, აღიაროს დემოკრატია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, შეძლებს თუ არა ევროპა, იყოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული, თუ წავა იმ მიმართულებით, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნების ხალხის არჩევანში.„როგორც ჩანს, არის წარმოდგენა, რომ დემოკრატია არის ის ფორმა, რომელიც მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ხოლო სხვა ქვეყანაში ვიღაცებს სურთ, ჰქონდეთ მართული დემოკრატია, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან არა ის ძალები, რომლებსაც ხალხი უჭერს მხარს, არამედ ის ძალები, რომლებიც ეწერებიან ამა თუ იმ უცხოური პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამას ვხედავთ და ეს არის საგანგაშო ტენდენცია, რომელიც, მათ შორის ევროპაში იკვეთება. ამ მხრივ, საქართველო არის იმის ტესტი, შეძლებს თუ არა ევროპა, იყოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული, თუ ევროპაც წავა იქით, რომ შეეცდება, საკუთარ სამეზობლოში საკუთარი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებების დასმას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამას სხვა ქვეყნები წარსულში აკეთებდნენ, ზოგი შეიძლება, დღესაც აკეთებს.ჩვენ ევროპას სხვანაირს ვიცნობთ და სხვანაირი ევროპისკენ მივდივართ. არა იმ ევროპისკენ, რომელიც ცდილობს, სხვა ქვეყანაში ხალხის ძალის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების ცვლილებას, ე.წ. რეჟიმის ცვლილებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მაგალითი არის ტესტი და გამოცდა ევროპისთვის, დარჩება ერთგული საკუთარი გაცხადებული ღირებულებებისა, თუ წავა იმ მიმართულებით, რომ პატივი არ სცეს დემოკრატიას და ჩაერიოს სხვა ქვეყნების ხალხის არჩევანში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია